Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შეხვედრა პირველკურსელებთან

22 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი პირველკურსელებს შეხვდა.

დეკანმა, პროფესორმა მზია წერეთელმა აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, ესაუბრა პროგრამებზე და სასწავლო შესაძლებლობებზე.

 

შეხვედრა მიმდინარეობდა სესიებად:

 

ფსიქოლოგიის დეპარტამენტი - სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ფსიქოლოგიის სასწავლო პროგრამების შინაარსებს.

 

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი - სტუდენტები დეტალურად გაეცნენ განათლების მეცნიერებების სასწავლო პროგრამების შინაარსებს.

 

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი - სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ადმინისტრაციულ გზამკვლევს, სადაც განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორებიცაა, საგნების არჩევა, კრედიტები და ა.შ.

 

სტუდენტური თვითმმართველობა - სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა პირველკურსელებს გააცნეს მათი კონცეფცია, მათ მიერ განხორციელებული პროექტები და ისაუბრეს მომავალ მიზნებზე.

 

მობილობა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები - სტუდენტებს მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, მობილობისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების შესახებ.

თარიღი: 22/09/2025